ჩინეთი იხსნება - საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ნავთობზე მოთხოვნას მკვეთრად გაზრდის
ჩინეთი ხელახლა იხსნება, საჰაერო მგზავრობა ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრ ზეწოლას გააჩენს.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საჰაერო მგზავრობის განახლებული დინამიკა და ჩინეთის ეკონომიკის ხელახალი აღდგენა წნეხს გაზრდის.
„ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა 2023 წელს დაბალი ტონალობით დაიწყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს პროცესი წელს დაასრულებს ხმაურით“, - ნათქვამია პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ნავთობის ყოველთვიურ ანგარიშში.
ჩინეთის მობილობის აღდგენის ინდიკატორები იანვრის შემდეგ აჩქარებულია, რაც ძირითადად, შიდა ფრენების აღდგენისა და საჰარეო მიმოსვლის გააქტიურებით არის განპირობებული. ეს მაჩვენებლები ახლა ბევრად აღემატება პანდემიამდელ დონეს.
საგენტოს ცნობით, ფრენების აღდგენა, რეაქტიული საწვავის მოხმარება და გააქტიურებული ჩინეთი ოთხი კვარტლის საერთო მოხმარებას დღეში 3.2 მილიონი ბარელით გაზრდის, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა 2010 წლის შემდეგ.
ორგანიზაციის განმარტებით, ნავთობის მიწოდება ჯერ კიდევ აჭარბებს მოთხოვნის შედარებით ნელ ზრდას, მაგრამ ბაზარი დაახლოებით წლის შუა პერიოდში დაბალანსდება ჩინეთისა და განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნის ზრდასთან ერთად.
ამასთან, IEA ხაზს უსვამს, რომ მაღალი ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინვესტორების აშფოთებთ, ამან კი შესაძლოა, შეაფერხოს მოთხოვნის ზრდა. მათი შეშფოთება ვრცელდება აშშ-ს საბანკო სექტორის სიჯანსაღეზე და გაჩენილ პოტენციურ რისკებზე.