მსოფლიო
25/03/2021

British Airways-ი სათაო ოფისის გასხვისების საკითხს განიხილავს

ავიაკომპანია British Airways-ი ლონდონში მდებარე შტაბ-ბინის გასხვისების საკითხს განიხილავს, - საკითხი ავიაკომპანიის დღის წესრიგში პანდემიის შემდეგ დადგა.

ოფისის გაყიდვამ შეიძლება პანდემიით დაზარალებული ავიაკომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა იქონიოს. შენობის მშენებლობა 1998 წელს დასრულდა და ის 200 მლნ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული.

ავიაკომპანიამ უძრავ ქონებაზე შესაბამისი კომპანია უკვე დაიქირავა, რომელიც Waterside-ს გაყიდვის მიზანშეწონილობას შეაფასებს.

British Airways-ი დისტანციური და ოფისში მუშაობის შერწყმის სქემაზე აქტიურად მუშაობს და ამ მიზნით თანამშრომელთა აზრს სისტემატიურად იკვლევს. 

Businesspartner