მსოფლიო
02/03/2022
Boeing-ი რუს პარტნიორებთან ურთიერთობას წყვეტს
უმსხვილესი ავიაკონცერნი Boeing-ი რუს პარტნიორებთან თანამშრომლობას წყვეტს.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ის უარს ამბობს რუსული თვითმფრინავების მომსახურებაზე, ავიანაწილების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
Boeing-მა ოფისი დახურა კიევში და შეაჩერა პილოტების სასწავლო ოპერაციები მოსკოვში.