მსოფლიო
20/10/2021
ბიტკოინის ფასმა 2023 წლისთვის, შესაძლოა, $100 000-ს მიაღწიოს
ბიტკოინის ღირებულება 2023 წლისთვის, სავარაუდოდ, 100 000 დოლარამდე გაიზრდება. ამ პროგნოზის გაკეთების საშუალება იძლევა კრიპტოვალუტაზე ბოლოდროინდელი ფასების ზრდა და ტრეიდერების ნდობის გაძლიერება მის მიმართ.
ფინანსური კომპანიის Fidelity Global, დირექტორის, იურიენ ტიმერის თქმით, ოქტომბერში ბიტკოინის ფასის ზრდა 31%-ით გაზრდა მიუთითებს მის “მდგრადობაზე” და იმაზე, რომ ის “არ არის ბუშტი, რომელიც გასკდება”.
ტიმერი თავის პროგნოზებისას ეყრდნობა მიწოდებისა და მოთხოვნის საკუთარ მოდელს.
მისი აზრით, “ბიტკოინის” ფასის ბოლოდროინდელი ზრდა არ იყო გამოწვეული “მოყვარულების” მხრიდან მოთხოვნის გაზრდით და თუ მსგავსი “იმპულსური” მოვაჭრეები ჩაერთვებიან პროცესში, მაინც ბევრი ადგილი დარჩება ფასის გასაზრდელად.