მსოფლიო
20/06/2022

Bitcoin-მა აღდგენა დაიწყო, კრიპტოვალუტის ღირებულება 7.6%-ით გაიზარდა

Bitcoin აღდგენას იწყებს, დღეის მონაცემებით, ციფრული ვალუტის ღირებულება თითქმის 8%–ით გაიზარდა.  შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში Bitcoin–ი 30%–ით გაუფასურდა და მისი ღირებულება $20 000–ს ჩამოცდა. 

ენდრიუ ბრენერმა, National Alliance Securities-ის საერთაშორისო ფიქსირებული შემოსავლის ხელმძღვანელმა, კვირას განაცხადა, რომ Bitcoin–ის მატება სავარაუდოდ საცალო ინვესტორების მიერ შაბათ–კვირას ციფრული ვალუტის შეძენის შედეგია.

"ზოგიერთი მყიდველი ფიქრობს, რომ ახლა კარგი დროა კრიპტობაზარზე შესვლისთვის, რადგან Bitcoin მომხიბვლელად გაიაფდა, თუმცა Bitcoin და სხვა ციფრული ვალუტები უკიდურესად არასტაბილური რჩება. კრიპტობაზარზე გაყიდვა დაემთხვა აქციების კლებას. აშშ-ს აქციებმა განიცადეს ყველაზე დიდი ყოველკვირეული პროცენტული ვარდნა ბოლო ორი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ზრდის შიშისა და რეცესიის მზარდი ალბათობის გამო."- თქვა ბრენერმა.