მსოფლიო
12/05/2022
Bitcoin-ის საბაზრო ღირებულება $26000-მდე დაეცა
Bitcoin-ი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე $26000-მდე დაეცა.
ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს 5 საათის მონაცემებს დღეს არსებული Bitcoin–ის ღირებულება 8%-ით ჩამორჩება.
კრიპტოვალუტები ბოლო დღეებში საფონდო ბირჟებთან ერთად ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, რაც მათი ღირებულების ვარდნაში აისახა.