Bitcoin-ის ფასი $20 000-მდე დაეცა
Bitcoin-ის ფასი $20 000-მდე დაეცა.
კრიპტო ბირჟის Coinbase-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ღირებული კრიპტოვალუტა წინა კვირაში თითქმის მესამედით შემცირდა. მონეტამ თავისი ღირებულების დაახლოებით 70% დაკარგა, რადგან გასული წლის ნოემბერში მისი ყველა დროის ყველაზე მაღალი ღირებულებით $69,000-ად ივაჭრობდა.-წერს CNN.
"$20,000-ზე დაბლა გადაადგილება იქნება მასიური ფსიქოლოგიური დარტყმა"-თქვა ბაზრის ანალიტიკოსმა კრეიგ ერლამმა.
Ether, მეორე ყველაზე ღირებული ციფრული მონეტაა, რომელიც გასულ ხუთშაბათს 12%-ით დაეცა. ნოემბრის პიკის შემდეგ მან დაკარგა ღირებულების 78%.
კრიპტოვალუტების გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოს მთავარმა ცენტრალურმა ბანკებმა ინფლაციის კონტროლის მიზნით, საპროცენტო განაკვეთები გაზარდეს. რასაც მოყვა ტრეიდერებუს მხრიდან თავიანთი სარისკო ინვესტიციების გაუქმება, რომლებიც არასტაბილურ კრიპტო აქტივებს მოიცავდა.
როგორც მსოფლიოში ცნობილი გამოცემები წერენ, კრიპტო ინდუსტრია შემდგომი დარტყმისთვის ემზადება.