მსოფლიო
29/01/2021

ბაქო-თბილისი-ყარსზე ჩინეთისკენ მესამე მატარებელი გაივლის

ბაქო-თბილისი-ყარსი მარშრუტების, ტვირთებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების აქტიურ გამოყენებას იწყებს. 

აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ის ცნობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ახალი სახეობის ტვირთების გადაზიდვა დაიწყო.

ამ ეტაპზე საქმე ეხება არაორგანულ პროდუქტებს, რომლებიც წარმოებაში გამოიყენება.

"შემდეგი მატარებელი ანკარიდან ჩინეთის ქალაქ სიანშია დაგეგმილი - ეს არის ახალი ლოჯისტიკური პროდუქტი, რომელიც თურქეთთან, საქართველოსა და ყაზახეთთან ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება," - განმარტავენ ADY Container-ში. მატარებელი 40-ფუტიანი 42  კონტეინეისგან შედგება.

არორგანული პროდუქტებით დატვირთული საექსპორტო მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით ბაქოს პორტში შევა და იქედან ბორნით ყაზახეთში გადაიზიდება.

მატარებლის ოპერატორი ტრანსკასპიური კონსორციუმის წევრებია ADY Container (აზერბაიჯანი), KTZ Express (ყაზახეთი), GR Logistics (საქართველო) და Pacific Eurasia Logistics (თურქეთი).