მსოფლიო
17/03/2020

ავიაკომპანიებს, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ავიარეისების შემდეგ, თვითმფრინავის დეზინფეცირება დაევალა

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ავიაკომპანიებს, COVID-19-ის გავრცელების რისკის ქვეყნებიდან ყოველი ავიარეისის შემდეგ, თვითმფრინავის დეზინფექციის ჩატარება დაავადლებულა.

EASA-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დირექტივა COVID-19-ის გავრცელების რისკს შეამცირებს.

დოკუმენტში აღწერილია ის მეთოდები, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის სალონების დეზინფექცია უნდა განხორციელდეს. თუმცა თუ ავიაკომპანია დეზინფექციისას იყენებს ისეთ ქიმიურ საშუალებებს, რომელთაც ხანგრძლივ მოქმედების ეფექტი აქვს, მაშინ პროცესი შესაძლოა ყოველი რეისის შემდეგ არ ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, გაწერილი ნორმების მიხედვით, საჰაერო ხომალდის დეზინფექცია ყოველ 24 საათში უნდა განხორციელდეს

რაც შეეხება რისკის ჯგუფის ქვეყნებს, მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს.

დღეისათვის კი ამ ჯგუფშია შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი.

Businesspartner