მსოფლიო
16/03/2021

Avatar-მა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის ტიტული დაიბრუნა

ბლოკბასტერმა Avatar-მა, ჩინეთში მისი განმეორებით გამოსვლის წყალობით, ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმის სტატუსი დაიბრუნა.

მსოფლიოს უდიდეს კინო ბაზარზე, ჩინეთში, ფილმის ხელახლა გამოშვების შემდეგ, შაბათ-კვირის საერთო გაყიდვებმა 2.8 მლრდ. დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ცნობისთვის, ჩინეთი, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, კინო ბაზრის ლიდერია.

დისტრიბუტორის, Walt Disney-ის თქმით, ჯეიმს კამერონის „ავატარმა“ მხოლოდ პარასკევს დაახლოებით 4 მლნ. დოლარის მოგება მიიღო, რითაც Endgame-ს გადაასწრო.

ჩინეთში მისი ხელახალი გამოშვებამდე, ავატარის მოგებამ აშშ-ში $760 მლნ. დოლარი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 3 მლრდ. დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, სამეცნიერო-ფანტასტიკური ეპიკური პოემის დებიუტი 2009 წელს შედგა და ათი წლის განმავლობაში, სანამ 2019 წელს მას, მარველის Avengers: Endgame გადაუსწრებდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანის ტიტულს ინარჩუნებდა.

Businesspartner