მსოფლიო
28/10/2020

Aston Martin-ის აქციების 20%-ის მფლობელი Mercedes-Benz-ი გახდება

2023 წლისთვის Mercedes-Benz ბრიტანული Aston Martin-ის აქციების 20%-ის მფლობელი გახდება, რაც კომპანიას ბრიტანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად აქცევს.

BBC-ის ინფორმაციით, Mercedes-ი წილს 5%-დან 20%-მდე ეტაპობრივად გაზრდის. 

გამოცემის ცნობით, კომპანიებს შორის 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაფართოვდება. შედეგად Aston Martin-ს Mercedes-ის მთავარ ტექნოლოგიაზე, მათ შორის ჰიბრიდულ და ელექტროძრავის სისტემებზე წვდომა ექნება.

ჯეიმს ბონდის საყვარელი ავტომობილის სახელით ცნობილი Aston Martin-ი 2025 წლისთვის გაყიდვების 10 000-მდე გაზრდას გეგმავს, რაც გასული წლის მონაცემებს თითქმის 2-ჯერ აღემატება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023