მსოფლიო
24/12/2020
აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 562 ათასი ბარელით შემცირდა და შეადგინა 499.534 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1125 ათასი ბარელით და შეადგინა 237,754 მლნ ბარელი.დისტილატების მარაგები შემცირდა 2325 ათასი ბარელით და შეადგინა 148,934 მლნ ბარელი.