ფოტო: istock
მსოფლიო
26/02/2022

აშშ უკრაინას თავდაცვის გაძლიერებისთვის $350 მლნ-ს გამოუყოფს

აშშ უკრაინას თავდაცვის გაძლიერებისთვის თანხას გამოყოფს, - თეთრმა სახლმა მემორანდუმი გაავრცელა.

საუბარია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით $350 მლნ-ის გამოყოფაზე.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანხის გამოყოფა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა.