მსოფლიო
16/09/2020
აშშ-სთან დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ტექნოლოგიური ცენტრი სინგაპური ხდება
ვაშინგტონს და პეკინს შორის დაძაბულობის ფონზე, სინგაპური ჩინეთის ტექნოლოგიური ცენტრი ხდება.
როგორც BBC News–ი წერს, ჩინეთის უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები სინგაპურში უკვე საქმიანობას აფართოებს, მათ შორისაა Tencent–იც.
კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ იგი აფართოებს ბიზნეს სინგაპურში, რათა ხელი შეუწყოს მზარდ ბიზნესს სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიასა და მის ფარგლებს გარეთ.
ამავდროულად TikTok–ის მფლობელი ByteDance მილიარდობით დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
Tencent-ის WeChat შეტყობინებების პროგრამას, ისევე როგორც TikTok–ს აკრძალვა ემუქრება აშშ-ში, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინურ აპლიკაციებსა და ტექნიკურ ფირმებზე ზემოქმედების გამო.