აშშ ნავთობის უმსხვილეს მომპოვებლად რჩება
აგვისტოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო ნავთობის მოპოვების მაჩვენებლით ლიდერობა შეინარჩუნა, მეორე ადგილზე კვლავ რუსეთია, მესამე პოზიცია კი საუდის არაბეთს უკავია.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი JODI-ზე დაყრდნობით წერს, აგვისტოში აშშ-ში ნავთობის მოპოვება ივლისთან შედარებით 1,1%-ით 11,181 მილიონ ბარელამდე შემცირდა დღე-ღამეში, რუსეთში კი 1,1%-ით გაიზარდა, მაჩვენებელი თითქმის 1%-ით არის გაზრდილი საუდის არაბეთშიც, 9,562 მლნ-მდე.
ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან აგვისტოში გაიზარდა თვიურ გამოხატულებაში 1.9%-ით 6.45 მილიონ ბარელამდე/დღეში, ხოლო შეერთებული შტატებიდან – 7.5%-ით 2.903 მილიონამდე. JODI არ ავრცელებს მონაცემებს აგვისტოს თვეში რუსეთიდან განხორციელებულ ექსპორტზე.
აგვისტოში რუსეთში ნავთობის გადამუშავება ივლისთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით და შეადგინა 5.985 მილიონი ბარელი/დღეში; აშშ-ში მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,6%-ით 15,762 მილიონ ბარელამდე, საუდის არაბეთში კი გაიზარდა 2,6%-ით 2,521 მილიონამდე.