მსოფლიო
26/02/2022

აშშ მზადაა ზელენსკის ქვეყნის დატოვებაში დაეხმაროს - უკრაინის პრეზიდენტი უარს ამბობს

აშშ მზადაა უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის დატოვებაში დაეხმაროს, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს.

Washington Post-ი წერს, რომ ურაინის მთავრობის ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ზელენსკისთან ერთად უსაფრთხო ადგილები განიხილეს.

ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მტრის ნომერ პირველი სამიზნეა და იქვე აღნიშნა, რომ არ აპირებს ქვეყნის დატოვებას. "მე ვრჩები დედაქალაქში ჩემს ხალხთან ერთად, ჩემი ოჯახიც უკრაინაშია, თუმცა არ მაქვს უფლება ვთქვა სად", - განაცხადა ზელენსკიმ.