მსოფლიო
02/03/2022

აშშ-მ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა

ევროკავშირის შემდეგ, აშშ-მ რუსული ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა. აშშ-ს გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევა.

აკრძალვა გავრცელდება ყველა ავიახომალდზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია, ასევე სერტიფიცირებულია, რეგისტრირებულია დაქირავებულია თუ იჯარით არის გაცემული რუსული მხარისთვის.

აკრძალვა ვრცელდება სამგზავრო და სატვირთო, გეგმიურ და ჩარტერულ ფრენებზე.