მსოფლიო
24/02/2022

არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრა დიდ საფრთხეს წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისთვის

არჩილ თალაკვაძე Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. 

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ ქვეყანაში შეჭრა არღვევს საერთაშორისო კანონს, მიუღებელია და წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს. უკრაინა, იყავი ძლიერი!"– ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენეს. 

რუსეთმა უკრაინაში ომი გამთენიისას დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების ხმა ისმის უკრაინის ყველა ქალაქში, მათ შორის კიევშიც.

უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.