მსოფლიო
20/04/2021
Apple გარემოზე ზრუნვის მიზნით $200 მლნ-იან საინვესტიციო ფონდს ქმნის
Apple-მა $200 მლნ-იანი საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა.
„აღდგენის ფონდი“ ნახშირბადის ემისიის, მდგრადი სატყეო მეურნეობის მხარდაჭერისა და კომპანიისთვის ფინანსური შემოსავლის მიღების მიზნით შეიქმნა.
პროგრამა ატმოსფეროდან 1 მლნ. მეტრიკული ტონა ნახშიროჟანგის ამოღებას ემსახურება, რაც 200 000-ზე მეტი სამგზავრო მანქანის საწვავის გამონაბოლქვის ექვივალენტურია.
„აღდგენის ფონდი“ შემოსავალს ე.წ. მდგრადი „სამუშაო ტყეების“ განვითარებასა და შენახვაში ინვესტირების ხარჯზე მიიღებს.