მსოფლიო
14/09/2020

Amazon-ი კადრებს ეძებს

Amazon-ი დასაქმების ფორუმისთვის (Career Day) ემზადება. 16 სექტემბერს ჩანიშნულ ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.

CNN-ის ცნობით, ტექნოლოგიური გიგანტის პრესრელიზის თანახმად, Amazon-ის კარიერის დღეს 1 000 რეკრუტით დაკომპლექტებული ჯგუფი მსურველებს  კარიერული სწავლების 20 000 უფასო სესიას შესთავაზებენ. 

Amazon-ს ამჟამად 33 000 ვაკანსია აქვს კორპორატიულ და ტექნიკურ დეპარტამენტებში.

კომპანია აცხადებს, რომ Amazon-ის საოპერაციო ქსელში მალე გამოყოფს ათასობით დამატებით საათობრივ პოზიციას. ყველა ახალი დასაქმებული ამ პოზიციებზე მიიღებს ანაზღაურებას საათში 15$-დან.

კორპორატიულ და ტექნიკურ პოზიციებზე დასაქმებულები კომპანიისგან საშუალოდ $150 000-ის ანაზღაურებას მიიღებენ ხელფასის, აქციებზე დაფუძნებული კომპენსაციისა და სხვა მრავალი სარგებელის ჩათვლით.

„COVID-19-ის ეკონომიკაზე გავლენის გამო ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა და ეძებს ახალ სამსახურს, დასაქმების ფორუმი არის სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ დაეხმაროს ყველას, ვინც ეძებს სამსახურს მიუხედავად მათი გამოცდილებისა,“ - ნათქვამია Amazon-ის პრესრელიზში.

 

 

ფოტო: amazon.jobs

Businesspartner