მსოფლიო
27/09/2021

Airbus-მა მფრინავი ელექტრომობილი წარადგინა

კომპანია Airbus-მა პირველი საკუთარი მფრინავი ელექტრომობილი – CityBus NextGen წარადგინა.

Airbus ახალი ტექნოლოგიის სერტიფიცირებას 2025 წლისთვის გეგმავს.

მფრინავი ელექტრომობილის სალონში სულ ოთხი ადგილია, მათ შორის ერთი პილოტისთვის. სამომავლოდ კომპანია უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას გეგმავს.

CityBus NextGen-ის მაქსიმალური სიჩქარე 120კმ/სთ-ია და იგი სრული დატენვის შემთხვევაში 80 კმ-ს ფარავს.
 
energynews.ge
Businesspartner