მსოფლიო
30/06/2022
Airbnb–მა პლატფორმაზე განთავსებულ სახლებში წვეულებები და ღონისძიებები აკრძალა
Airbnb-მა სამუდამოდ აკრძალა წვეულებები და ღონისძიებები პლატფორმაზე განთავსებულ სახლებში მსოფლიოს მასშტაბით, რადგან პანდემიის დროს გართობის პოპულარულ ალტერნატივად გადაიქცა.
კომპანიამ ასევე გააუქმა სახლებში ადამიანების ლიმიტი, აქამდე პანდემიის გამო 16 ადაიანი იყო დაშვებული.
ცნობისთვის, Airbnb-მა წვეულებებზე შეზღუდვების დაწესება 2019 წელს, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს წესების დარღვევის გამო 6600-ზე მეტ სტუმარს პლატფორმის გამოყენება აეკრძალა.