ფოტო: ft.com
მსოფლიო
16/09/2021

$970-დან $781,5-მდე - ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად დაეცა

ლონდონის ICE საფონდო ბირჟის მონაცემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც ღირებულებამ თითქმის 970 აშშ დოლარს მიაღწია.

ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ასევე მკვეთრად შემცირდა – 796 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე$ 964 მიაღწია, რაც ისტორიულ რეკორდად იქცა.

Businesspartner