5G iPhone-ში - Apple-ის ახალი პროდუქტები წარადგინა
კომპანიამ Apple-ის ახალი პროდუქტები წარადგინა. კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა აღნიშნა, რომ iPhone ნომერ პირველი სმარტფონია მსოფლიში.
მან აღნიშნა, რომ iPhone 12-ს 5G მხარდაჭერა ექნება და ყველაზე სწრაფი იქნება.
5G iPhone 12-ს საშუალებას მისცემს წამში 4 გიგაბიტი მოცულობის ფაილები გადმოწეროს, ამავდროულად შესაძლებელი იქნება წამში 200 მეგაბაიტი ფაილების ატვირთვის.
5G iPhone-ის ყველა მოდელში იქნება. iPhone 12-ი სმარტფონების ინდუსტრიაში საუკეთესო 5G მოდემით არის აღჭურვილი.
iPhone 12 წარმოდგენილი იქნება 5 ფერში (შავი, წითელი, ლურჯი, ვარდისფერი და სალათისფერი), შუშის პანელით და ალუმინის გვერდებით.
ახალი iPhone-ის დისპლეის ჩარჩო უფრო თხელია, პატარაა თვითონ iPhone, დიაგონალი 6,1 დიუმი.
iPhone 12-ის ეკრანი განახლებულია და კერამიკული შუსა აქვს, რომელიც მას დაზიანებებისგან უკეთ იცავს - ნაკლებად იფხაჭნება და ფაქტობრივად არ ტყდება. მდგრადობა დავარდნის შემთხვევაში 4-ჯერ არის გაუმჯობესებული.
ახალ მოდელში ჩაშენებულია A14 Bionic პროცესორი, 6 ბირთვიანია და 50%-ით უფრო სწრაფია სხვა სმარტფონების პროცესორებთან შედარებით. გრაფიკა 4 ბირთვიანია და ასევე 50%-ით აღემატება სხვა სმარტფონებისას.
გუმჯობესებულია კამერა, სინათლის სხივი გაცილებით უფრო მეტია, გაუმჯობესებულია ღამის რეჟიმი.
iPhone 12-ს ექნება მაგნიტური დამტენი, უკანა პანელზე მას დატანებული აქვს მაგნიტებ, რომელიც წარმოადგენს როგორც დამტენს, ასევე აქსესუარს.
iPhone 12-ს არ მოყვება დამტენი და ყურსასმენები, თუმცა ყველა ახალ შეფუთვაში იქნება USB კაბელი.
iPhone 12 mini, როგორც წარდგენაზე აღინიშნა ყველაზე პატარა სმარტფონია მსოფლიოში. მისი ფასი $699-დან იწყება, თავად iPhone 12-ის ფასი კი $799-დან.
iPhone 12 Pro Max ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში - ნაცრისფერი, შავი, ოქროს ფერი, მუქი ცისფერი.
iPhone 12 Pro და Pro Max-ის დისფლეი უფრო დიდია, 6,1 დიუმი და 6,7 დიუმი შესაბამისად. აღჭურვილია A14 პროცესორით. გაუმჯობესებულია ფოტოკამერა უფრო მკვეთრი ფოტოებისთვის.
Phone 12 Pro-ს ფასი $999-დან, Pro Max-ის კი $1099-დან.