მსოფლიო
13/05/2022

2021 წელს ელექტრომობილების გაყიდვები გაორმაგდა და გლობალური ავტოპარკის 9% შეადგინა

TBC Capital-მა ელექტრომობილების და საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შიდა წვის ძრავიან (ICE) მანქანებზე მოთხოვნა თანდათანობით შემცირდა.

ტრადიციულმა საავტომობილო ინდუსტრიამ შესამჩნევი ცვლილებები განიცადა, რაც უპირატესად გამოწვეულია მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილებებით, ახლად რატიფიცირებული კანონებით და ტექნო-ეკონომიკური ფაქტორების სიმრავლით.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყოველივე ზემოთქმულის სინერგიამ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა გამოიწვია. კერძოდ, 2021 წელს გაყიდვები გაორმაგდა და გლობალური ავტოპარკის 9% შეადგინა.

კვლევის შედეგები სხვადასხვა უცხოურ წყაროებს და ფინანსური გამოცემების მასალებს ეყრდნობა.