მსოფლიო
04/05/2022
2021 წელი IPO-ებისთვის რეკორდული იყო – მსოფლიო ბაზარზე 1000-ზე მეტი კომპანია გამოჩნდა
2021 წელი IPO-ებისთვის რეკორდული წელი იყო, რადგან 1000-ზე მეტი კომპანია გამოჩნდა გლობალურ ბაზარზე.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, კომპანიების მთლიანმა შემოსავალმა კი $608 მლრდ–ს მიაღწია. 2020 წელს ეს რიცხვი $330 მლრდ–ს შეადგენდა.
რეგიონების მიხედვით, ამერიკამ (აშშ, კანადა, ბრაზილია, მექსიკა) ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა 2021 წლის მონაცემებში.
საინვესტიციო ბანკის რეპორტში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი წილი ტექნიკური და სამომხმარებლო სექტორის IPO-ებს ეკავათ, შესაბამისად 21% და 20%, რასაც მოყვება მრეწველობა და ჯანდაცვა.