მსოფლიო
07/07/2022

10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, მსოფლიოს 10 უმდიდრეს კომპანიას შორის 9 ამერიკულია.

ათეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  1. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიიების სათავეში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple–ია, რომლის საბაზრო კაპიტალიაციაც ამ დროისათვის $2.313 ტრილიონია.
  2. მეორე ადგლს $2.224 ტრილიონით საუდის არაბეთის გაზისა და ნავთობის კომპანია Saudi Aramco იკავებს.
  3. სამეულშია ასევე Microsoft, რომლის კაპიტალიც $1.990 ტრილიონს შეადგენს.
  4. Alphabet Inc. არის ყოფილი Google LLC-ის ამერიკული ჰოლდინგი, რომელიც აგრძელებს არსებობას, როგორც შვილობილი კომპანია და მისი აქციების საბაზო კაპიტალი $1.513 ტრილიონია
  5. 2022 წლის ივლისის მდგომარეობით Amazon $1,163 ტრილიონის საბაზრო კაპიტალი აქვს, რაც მას მსოფლიოში მე-5 ყველაზე ღირებულ კომპანიად აქცევს.
  6. შემდეგ მოდის Tesla $720.49 მილიარდით.
  7. Berkshire Hathaway Inc–ის საბაზრო კაპიტალი $608.35 მილიარდია. ის არის ამერიკული ჰოლდინგი, რომლის კონგლომერატი მოიცავს 80-ზე მეტ კომპანიას, რომელთა საქმიანობა ბიზნესის ფართო სპექტრს აერთიანებს, მათ შორის დაზღვევას, სარკინიგზო ტვირთებს, ენერგომომარაგებას, ფინანსურ მომსახურებას, წარმოებას, საბითუმო და საცალო ვაჭრობას.
  8. UnitedHealth-ის საბაზრო კაპიტალი $483,43 მლრდ–ს შეადგენს, რაც მასმსოფლიოში მე-8 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს, საბაზრო კაპიტალის მიხედვით.
  9. მე–9 ადგილზე გლობალური ამერიკული ფარმაცევტული და სამომხმარებლო საქონლის კომპანია Johnson & Johnson–ია, რომლის აქციების საბაზრო კაპიტალიც $469.17 მილიარდია.
  10. ათეულის ბოლო ადგილს კი Meta Platforms (Facebook) 459,45 მილიარდის საბაზრო კაპიტალით იკავებს.

 

ცნობისთვის, companiesmarketcap.com–ზე 6,330 კომპანიის მონაცემებია წარმოდგენილი და მათი საერთო კაპიტალი $80.369 ტრილიონია.