ჯანდაცვა
28/06/2023

განვითარებული ქვეყნები არაჯანსაღი საკვების მწარმოებლებს შეზღუდვებს უწესებენ - რა გეგმა აქვს საქართველოს

საქართველოში არაგადამდები დაავადებები ჯანდაცვის სექტორისთვის ერთერთი მთავარი ტვირთია. არაგადამდები დაავადებები ქვეყანაში ავადობის, შრომისუუნარობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის.

არაგადამდები დაავადებების კუთხით საქართველო დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება,  ასევე მარილის ჭარბად მიღება, არაჯანსაღი კვება, ჰოპოდინამია ანუ დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჰაერის დაბინძურება.

არაგადამდები დაავადებების პრევენციის სტრატეგიის თანახმად, 2030 წლისთვის დასახულია შემდეგი მიზნების მიღწევა:

გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით უნდა შემცირება;

ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 3%-ით შემცირება;

დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება;

ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება.

დოკუმენტის თანახმად, შემუშავდება ფიზიკური აქტივობის 2024-2030 წლების სტრატეგია, ასევე ჩამოყალიბდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მთავარი რისკ-ფაქტორის – მარილის ჭარბი მოხმარების საწინააღმდეგო მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი და მოხდება მარილის მოხმარების შემცირების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება.

დაიწყება არაჯანსაღი საკვები პროდუქტების (ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი, ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის ღონისძიებების შემუშავება.

სპეციალისტების განმარტებით, არაგადამდები დაავადებები, გარდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შემცველი რისკისა, ქვეყანას უდიდეს მატერიალურ ზარალს აყენებს, რადგან სახელმწიფოს დაავადების მკურნალობაზე დიდი თანხების დახარჯვა უწევს. ცნობილია, რომ ქვეყნის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა ჰოსპიტალურ, ანუ გართულებული დაავადებების მართვაზეა ორიენტირებული და პირველადი ჯანდაცვა ისევ დაბალ დონეზეა. მდგომარეობას ართულებს მოსახლეობის არაპრიორიტეტული დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების მიმართ. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისკენაა მიმართული სტრატეგია, რომელიც ქვეყანამ ახლახანს მიიღო.

იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კონკრეტული ადამიანისთვის და სახელმწიფოსთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი განმარტავს.

“რამდენიმე ხნის წინ სკანდინავიურმა ქვეყნებამ გამოაქვეყნეს ჯანსაღი კვების რეკომენდაციები. ამ დღეებში კი უელსმა, მიიღო გადაწყვეტილება შემოიღოს შეზღუდვა არაჯანსაღი კერძების ( ცხიმის, შაქრის ან მარილის მაღალი შემცველობის პროდუქტები) შეძენის გარიგებებზე (მათზე ფასების შემცირების აკრძალვის ჩათვლით) უელსში სიმსუქნის კრიზისის დასაძლევად. მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გეგმებს, რათა შეზღუდოს ისეთი აქციები, როგორიცაა ერთი ასეთი პროდუქტის ყიდვისას მეორეს უფასოდ მიღება. ქვეყანა ასევე გეგმავს გადახედოს გარიგებებს რომელიც დადებულია ასეთი საკვები პროდუქტების შეძენაზე და მათ ფასთა რეგულაციებს. ეს ყველაფერი კეთდება იმის გამო, რომ სიმსუქნის მზარდი დონე უელსში აცილებადი ავადმყოფობის სერიოზულ ტვირთს ქმნის. სიტუაცია გადაუდებელია და ქვეყანამ უნდა იმოქმედოს.“ - განმარტავს ზაზა წერეთელი და აღნიშნავს, რომ უელსში ლანჩის დროს კერძების სამი მეოთხედი აჭარბებს ლანჩისთვის კალორიების და მარილის რეკომენდებულ დონეს.

მისი თქმით, უელსის მთავრობა გეგმავს აღნიშნული შეზღუდვების შემოღებას 2025 წლისთვის. რეგულაციები გავრცელდება მსხვილ სავაჭრო ობიექტებზე და მთავრობა ასევე განიხილავს ონლაინ შეძენილი არაჯანსაღი საკვებისა და ლოიალობის ბარათებთან დაკავშირებული შეთავაზებების შეზღუდვასაც.

jandacva.ge

Businesspartner