"ვითიბიმ" ანაბრის სარგებელი შეამცირა
სებ-ის წრფივად შემსუბუქებულმა სარეზერვო მოთხოვნამ ვითიბის ლარის დეპოზიტების მოზიდვის მოტივაცია, პირიქით, დაუკარგა. სავალუტოსთან ერთად ლარის ვადიანი ანაბრის სარგებელი გაზრდის ნაცვლად შეამცირა 0.4 პპ-ით. აშშ დოლარით დენომინირებული 1-წლიანი ვადიანი ანაბრის სარგებელს კი 0.3 პპ დააკლო.
სებ-ის წრფივი რეგულაცია, სარეზერვო ნორმაზე, 4 თვეა რაც მოქმედებს. დაბალდოლარიზებული (<40%) დეპოზიტების პორტფელის მქონე ბანკს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე (მოკლე/გრძელვადიან) 15% /25% -იანი სარეზერვო ნორმა, 10%-მდე შეუმცირდა.
ვითიბი იმ ბანკების TOP-შია, რომელთა ჯამური წილი მთლიან დეპოზიტებში (36.3 მლრდ ლარი) 87%-ია.
სისტემური 2 ბანკისგან განსხვავებით, რომელთა შეთავაზებით ევროს ანაბარი უსარგებლოა, ვითიბის ევროს ანაბარს წლიურად 0.5% სარგებელი ერიცხება, ლიბერთის კი 1.6% განაკვეთი აქვს.
ბანკები ვადიან (Y) დეპოზიტზე შეთავაზებული სარგებლით (%)
ბანკი |
₾ |
$ |
€ |
£ |
თიბისი ბანკი |
11.8 |
0.6 |
0.0 |
0.45 |
საქართველოს ბანკი |
11.6 |
0.6 |
0.0 |
0.45 |
ლიბერთი ბანკი |
12.1 |
0.95 |
1.6 |
- |
ვითიბი ბანკი |
11.6 |
0.7 |
0.5 |
- |
ბანკები დეპოზიტების პორტფელით (01.11.2021)
ბანკი |
000 ლარი |
თიბისი ბანკი |
14,364,704 |
საქართველოს ბანკი |
13,417,680 |
ლიბერთი ბანკი |
2,177,731 |
ვითიბი ბანკი |
1,622,961 |
წყარო: კომერციული ბანკები