თიბისი მომხმარებელს სებ-ის მორიგ რეგულაციაზე ატყობინებს
თიბისი ბანკი მომხმარებელს სებ-ის მორიგი რეგულაციით დაწესებულ პროცედურებზე ატყობინებს. საბარათე ტრანზაქციისას ბანკი კლიენტს პინ კოდს მაისიდან უფრო ხშირად მოსთხოვს, როგორც კი შესყიდვების მოცულობა მიაღწევს 600 ლარს.
სავაჭრო-მომსახურების ობიექტების პოს-ტერმინალებზე 100 ლარამდე გადახდები კვლავ პინ კოდის გარეშე ტარდება. 600 ლარიანი ზღვრის გადალახვის შემდეგ კი ხელახალი ათვლა იწყება, თუმცა განულდება პირველივე პინით დადასტურებული გადახდის ოპერაციით.
ამასთან 10 ლარამდე ტრანზაქციები კალკულაციაში არ გაითვალისწინება.
გამონაკლისია ასევე პარკირების და ტრანსპორტის თვითმომსახურების ტერმინალებზე შესრულებული ოპერაციები. ასევე, Apple pay/Gpay საფულეებით შესრულებული გადახდები.
თიბისი ბანკში მაისიდან საცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის ლარში გადარიცხვების საკომისიოც შეიცვალა. ცვლადის ნაცვლად, ფიქსირებულია.
შეიცვალა იურიდიული პირის მომსახურების ტარიფიც (მხოლოდ ლარის ტრანზაქციებზე): დისტანციური არხებით 1 000 ლარამდე გადარიცხვაზე ₾1, ფილიალიდან კი ₾5 დადგინდა.