
ფინანსები
12/09/2023
"სილქ ბანკმა" პორტფელი 6 მილიონით გაზარდა
"სილქ ბანკმა" საკრედიტო პორტფელი აგვისტოში 6 მილიონით გაზარდა (01.08.2023 - 22.2 მლნ +27% m.m)
სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2023) ბანკის მთლიანი საკრედიტო დაბანდება 28.3 მლნ ლარია. მ.შ. საცალო 10.7 მლნ ლარი.
დეპოზიტების მოცულობა 90.3 მლნ ლარს შეადგებს და აქედან ფიზიკური პირების არის 21.3 მლნ ლარის. 70 მლნ-მდეა იურიდიული პირების პორტფელი, რომლის ნახევარზე მეტი სადეპოზიტო სერტიფიკატებით არის მოზიდული. მ.შ.იუსტიციის სამინისტროს სსიპ-სგან.
საანგარიშო თვეში ბანკს ზარალი (წმინდა) 0.8 მილიონით გაეზარდა (01.08.2023 - 2.983 მლნ).
01.09.2023 (მლნ ₾) /ანგარიშგება IFRS*-ით/
₾ | ||
აქტივები | 150.8 | ₾ |
სესხები | 28,3 | ₾ |
მ.შ. საცალო | 10.7 | ₾ |
დეპოზიტები | 90.3 | ₾ |
სააქციო კაპიტალი | 53,173 | ₾ |
წმინდა მოგება(ზარალი) | (3,814) | ₾ |
₾ |
წყარო: კომერციული ბანკი
*GaaP-დან (ანგარიშგება სებ-ის მეთოდოლოგიით) ანგარიგების საერთაშორისო სისტემაზე (IFRS) საბანკო სექტორი Q3/2023-დან სრულად გადავიდა.