ფინანსები
20/06/2022

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა აჩვენა, წელს 5.5%-იან ზრდას ველით

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას ელის. მოლოდინებსა და გამოწვევებზე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკა რთული გამოწვევების წინაშეა და გლობალური ზრდის მაჩვენებელი საფინანსო ისტიტუტმა 4.1%-დან 2.9%-მდე შეამცირა.

"ვარდნა ძირითადად განპირობებულია მაღალი ინფლაციისგან, რომელსაც თან ერთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა, გლობალური მიწოდების ჯაჭვის ხარვეზები და რა თქმა უნდა ამ ყოველივეს ამძაფრებს მიმდინარე ომი უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაინც გვაქვს პოზიტიური სიახლეები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5.5%-ს მიაღწევს, რაც საწყისი პროგნოზის 2.5%-ის გაუმჯობესებული მაჩვენებელია," - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ერთობლივ ღონისძიებაზე პანდემიასა და რუსეთ-უკრაინის ომზე იმსჯელეს. საფინანსო ინსტიტუტმა 2022 წლის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიში წარადგინა.

"გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ, სიმტკიცეს კი განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით. საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი; ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას და  COVID-19 - ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022