ფინანსები
03/02/2021

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ უცვლელად, 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული მაღალი გაურკვევლობის დონით ხსნის.

"გასათვალისწინებელია, რომ იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირების დასრულებას, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი აქვს. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის შესახებ. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. თუმცა, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამორიცხავს", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

სებ-ი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. თუმცა, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამორიცხავს.

"წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა დეკემბერში წლიურად 7.9 პროცენტით შემცირდა, თორმეტი თვის საშუალო კი -6.1 პროცენტია. 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი და მისი მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება და 2021 წელსაც მცირე ზრდაა პროგნოზირებული. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, დეკემბერში წლიურად 93 პროცენტით შემცირდა. სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, საქონლის იმპორტი დეკემბერში წლიურად 18%-ით შემცირდა. ასევე წლიურად 18%-ით იკლო ექსპორტის მაჩვენებელმა დეკემბერში", - ნათქვამია სებ-ის რელიზში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 17 მარტს ჩატარდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023