ფინანსები
12/09/2023

სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა იკლო

ქვეყნის სარეზერვო აქტივები 01.09.2023 -ის მდგომარეობით $5.437 მილიარდამდეა. აგვისტოში 1 მილიონამდეც არ შეივსო, როცა ივლისში ერთბაშად $ 370 მლნ-იანი ზრდა იყო.

აგვისტოში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა მნიშვნელოვნად იკლო. სებ-მა ივლისში Bmatch-ზე $300 მილიონამდე შეისყიდა და ამით ლარის ლიკვიდობა 800 მილიონით გაზარდა. აგვისტოში კი 80%-იანი კლებაა.

სავალუტო რეზერვების შემცირება შეაკავა ბანკების სავალდებულო რეზერვების მატებამ, რაც  დეპოზიტების დოლარიზაციას უკავშირდება. 01.09.2023 -ისთვის სებ-ში კომერციული ბანკების 4,780 მლრდ ლარის  რეზერვებია (სავალდებულო რეზერვები უცხოური ვალუტით).

სავალუტო ბაზარზე სავაჭრო გარიგებები თითქმის მთლიანად (>99%) სპოტ გარიგებებით შედგა.

სებ-ის წილი მთლიან ვაჭრობაში თვეების მიხედვით (2023)

იანვარი  4.9%
თებერვალი  3.4%
მარტი  7,2%
აპრილი  10.8%
მაისი 5.2%
ივნისი 5.0% 
ივლისი 9.1%

გარიგებების მოცულობამ $3 მილიარდს გადააჭარბა (+$572 მლნ Y.Y; -64 მლნ m.m). სებ-ის ინფორმაციით, სპოტ გარიგებების ძირითადი ნაწილი -89.8% იურიდიულ პირებსა და შინამეურნეობებზე მოდის. დანარჩენი კი არარეზიდენტ ბანკებზე.