ფინანსები
08/12/2021

სებ-ი: მოსალოდნელზე მაღალი ფისკალური დეფიციტის შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა კიდევ გამკაცრდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ 4.4%-ს ასცდება, ამას ინფლაციის დონეზე უარყოფითი გავლენა ექნება. 

მისი თქმით, მოსალოდნელზე მაღალი ფისკალური დეფიციტის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მოუწევს. 

"რა თქმა უნდა სხვა თანაბარ პირობებში ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი არ უწყობს ხელს ინფლაციის დონის შემცირებას. იმ შემთხვევაში თუ დეფიციტი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დაგეგმილია, მას რა თქმა უნდა ექნება გავლენა ინფლაციის დონეზე. 

ერთი შეხედვით, აღდგენილი მოთხოვნა რა თქმა უნდა კარგია ეკონომიკისთვის, მაგრამ ეს ინფლაციის შემცირებას და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უშლის ხელს. მოთხოვნის ისეთი სტიმულირება, რომელიც ინფლაციურ პროცესებს იწვევს, მხოლოდ ხანმოკლე სარგებელი აქვს, და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, პირიქით, უფრო დაბალ შემოსავლებს და არასტაბილურობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ფისკალური დეფიციტი შემცირდეს და უფრო მალე დაუბრუნდეს იმ დონეს, რაც პანდემიამდე იყო. მოსალოდნელზე მაღალი ფისკალური დეფიციტის შემთხვევაში, ინფლაციის დამატებითი წნევის თავიდან ასარიდებლად, ეროვნულ ბანკს მოუწევს კიდევ უფრო გამკაცრება მონეტარული პოლიტიკის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020