ფინანსები
27/07/2022

სებ-ი: ფინანსურ სექტორში ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს.

"ამავდროულად, ფინანსური სექტორი მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე მეტად რეგულირებად სექტორად რჩება. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. შედეგად, თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ მოცულობითი, ტექნიკური და კომპლექსურია, განსაკუთრებით ახალი ფინანსური სტარტაპებისთვის.

ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, რომლებიც მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება. აღნიშნულის ფონზე, ფინანსური სექტორის მარეგულირებლებისათვის ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს და ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. მაგალითისთვის, როგორიცაა „ღია ბანკინგი", „იცნობდე შენს კლიენტს" ერთიანი ელექტრონული სისტემები. აღნიშნული საბაზისო ინფრასტრუქტურა, ეროვნული ბანკის რეგულაციების სენდბოქსთან ერთად, ამარტივებს წვდომას ფინტეკ-სტარტაპებისთვის, კლიენტების მონაცემებზე და აძლევს მათ საშუალებას უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში დახვეწონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს მოდელები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022