ფინანსები
10/08/2022

სამშენებლო სექტორში ფასების ზრდაა მოსალოდნელი, გაძვირდება ბინებიც

PMC-ის კვლევით, 2022 წლის მესამე კვარტალში სამშენებლო სექტორში ფასების ზრდაა მოსალოდნელი. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მშენებლობის სექტორის კომპანიების მოლოდინები თანხვედრაშია მშენებლობის სტაბილურად და მკვეთრად მზარდ ხარჯებთან. მზარდი სამშენებლო ხარჯები უკვე აისახა საცხოვრებლის ფასების ზრდაზე და მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში მეტად გაიზრდება.

გასული 12 თვის განმავლობაში, წლიდან წლამდე ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა, რომელმაც მაქსიმუმს, 13.9%-ს, 2022 წლის იანვარში მიაღწია. ინფლაციის ზრდის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაზარდა მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი (იანვარში 8.0%-დან დეკემბერში 10.5%-მდე). გლობალური ეკონომიკური შოკების საპასუხოდ, 2022 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი 11%-მდე გაზარდა.

2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, პროდუქტებს შორის საშუალო წლიური ფასების ზრდა განსაკუთებით მაღალი იყო დიზელის საწვავისთვის (საშუალოდ 43%-იანი ფასის ზრდა), ბენზინისთვის (36%), ელექტროობისა (31%) და ბუნებრივი აირის (30%) გადასახადისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ხორბლის პურზე (28%), ხორბლის ფქვილსა (27%) და მზესუმზირის ზეთზე (21%), რაც თანხვედრაშია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ გლობალურ ტენდენციებთან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023