საბანკო სექტორს ₾208 მლნ-ის ავტოსესხი აქვს გაცემული
ავტოსესხების პორტელში ყველაზე პრობლემური ლარის ქეისი რჩება. სესხების 6%-მდე (5.5 მლნ) უმოქმედოა (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო).
პანდემიამდელი (10/2019) კოეფიციენტი (1.6%) 2020-ის გაზაფხულიდან იმატებს 2021-ის თებერვალში 6.3%-იან პიკს მიაღწია და 01.01.2022-ისთვის 5.8%-მდეა შემცირებული.
სებ-ის ინფორმაციით, აშშ დილარში ნომინირებულ ავტოსესხებში უმოქმედო პორტფელის (₾ 0.647 მლნ) წილი 2.7%-მდეა შემცირებული, ევროს პორტფელში პრობლემური სესხების წილი 2.1%-ია (₾ 0.539 მლნ)
|
₾არი |
აშშ დოლარი |
ევრო |
01.01.2022 |
5.8% |
2,7% |
2.1% |
01.11.2021 |
6.4% |
3.2% |
4.1% |
როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება. ამ დროისთვის საბანკო სექტორს მთლიან პორტფელზე (₾43 მლრდ) 2 მლრდ ლარი აქვს დარეზერვებული. სებ-ის მიერ პანდემიაში მოთხოვნილი 1 მლრდ-ის ნამეტი რეზერვი სექტორმა თითქმის მთლიანად გამოარეზერვა.
ავტოსესხების მოცულობა სულ 208 მლნ ლარამდეა, მათ შორის, მხოლოდ 8 მლნ ლარის არის იურიდიულ პირებზე გაცემული, დანარჩენი საცალოა (₾ 200 მლნ) და აქედან მხოლოდ 80 მლნ ლარის მოდის სავალუტო ავტოსესხებზე.
ბანკები მთლიანი სესხებით და სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვით
|
|
01.01.2022 |
01.01.2022 |
|
მლრდ ₾ |
მლნ ₾ |
|
1 |
თიბისი ბანკი |
16.7 |
699 |
2 |
საქართველოს ბანკი |
15.4 |
614 |
3 |
ლიბერთი |
1.97 |
140 |
4 |
ვითიბი |
1.55 |
102 |
6 |
კრედო |
1.49 |
64 |
6 |
პროკრედიტ ბანკი |
1.35 |
45 |
7 |
ბაზისბანკი |
1.25 |
52 |
წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები