საბანკო სექტორმა აქტივებზე მომგებიანობა გაზარდა
საბანკო სექტორს აქტივებზე უკუგება (ROA) 3.6%-მდე გაეზარდა (01.01.2021 – 0.2%), მთლიანი აქტივები კი წლიურად (Y.Y) 7%-ით არის გაზრდილი და 01.01.2022-ისთვის 60.6 მლრდ ლარს შეადგენს (01.01.2021 – 56.9 მლრდ ლარი).
სებ-ის სტატისტიკით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.73 მლრდ ლარია, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.76% (01.01.2021 –5.85 მლრდ, 10.28%)
01.01.2022-ისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 1 ქართული კაპიტალით (ქართუ ბანკი) და 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აქედან თურქულია - 155 მლნ ლარის (ზირაათ ბანკი და იშ ბანკი); აზერბაიჯანული - 70 მლნ (პაშა ბანკი); ყაზახური - ₾ 117 მლნ (ხალიკ ბანკი)
ბანკების რეიტინგი აქტივების და სააქციო კაპიტალის მიხედვით /01.01.2022/
ბანკები | (000 ₾) | (000 ₾) |
თიბისი ბანკი | 23,405,201 | 3,049,342 |
საქართველოს ბანკი | 21,788,184 | 2,528,069 |
ლიბერთი ბანკი | 3,111,348 | 339,661 |
ვითიბი ბანკი | 2,145,624 | 319,672 |
ბაზისბანკი | 1,868,427 | 295,927 |
პროკრედიტ ბანკი | 1,851,836 | 250,014 |
კრედო ბანკი | 1,787,839 | 204,574 |
ტერა ბანკი | 1,351,301 | 155,499 |
ქართუ ბანკი | 1,223,891 | 193,143 |
წყარო: კომერციული ბანკები