როდის უწევს საბანკო სექტორს მოგების გადასახდის, ₾1.5 მლრდ-ის გასტუმრება
სებ-ის სტატისტიკით, 01.09.2021-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 1.5 მლრდ ლარია, რომელსაც სექტორი გაისად შეიტანს.
2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლის გეგმიურთან შედარებით, 43%-ით (408,2 მლნ ლარით) გაზრდილია.
ზრდა საბაზო ეფექტითაა, რადგან 2020-ში სექტორმა 100 მლნ-იც ვერ შეიტანა. როგორც იცით, პანდემიის კრიზისის საპრევენციოდ, სებ-ის მიერ ბანკებისთვის დაკისრებული 1 მლრდ ლარამდე ნამეტი რეზერვის შექმნის გამო, სექტორმა მარტში 1 მლრდ-მდე ზარალი აჩვენა.
მოგების გადახდის ვალდებულება კომპანიებს და მათ შორის, ბანკს წელში 4-ჯერ უდგება (ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება).
წელს ბანკებმა 2020-ის დეკლარაციები ამ გაზაფხულზე წარადგინეს და 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) (განაკვეთი -15%) გადასახადი არა უგვიანეს 15/05; 15/07; 15/09 და 15/12 სტუმრდება.
ბანკები, სხვა პროფილის კომპანიებისგან განსხვავებით, შეღავათით კიდე 2 წელი ვერ ისარგებლებენ, 15%-ს დივიდენდებად განაწილებული მოგებიდანაც იხდიან და გაუნაწილებელიდან.
როგორც გახსოვთ, საფინანსო კომპანიებისთვის გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედებისას (პასუხისმგებლიანი დაკრედიტება) შემსუბუქებული რეჟიმით, რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან საფინანსო კომპანიების გარდა (ბანკი, მისო, ლომბარდი) ყველა გათავისუფლებულია, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებიც (აიპი, სსიპი...), ბანკებისთვის კი ეს 2023 წლამდეა გადავადებული.