ფინანსები
12/01/2022

რატომ გაიზარდა ინლაციური წნეხი - კობა გვენეტაძემ დეტალებზე Euromoney-ს კონფერენციაზე ისაუბრა

გლობალურ ინფლაციურ წნეხსა და მიზეზებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Euromoney-ს კონფერენციაზე ისაუბრა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მქონე სხვა ბანკების მსგავსად, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. "ამავე დროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ძირითადი ამოცანის შესრულებას,“ - განაცხადა, დისკუსიის მსვლელობის დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ერთჯერადი ეგზოგენური შოკების გამო, ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს, რაც ხანდახან, შეცდომით, როგორც ფასების არასტაბილურობა, ისე აღიქმება.

"ეჭვგარეშეა, რომ პანდემიით გამოწვეულმა ფისკალურმა სტიმულმა, გადავადებული მოთხოვნის გააქტიურებამ და მიწოდების ჯაჭვების რღვევამ გლობალურად ინფლაციური წნეხის ზრდა გამოიწვია. არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და 2021 წლის მეორე ნახევრიდან ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების დროული გამოყენებით, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში მართლაც დროებითი აღმოჩნდება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

"ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა საზოგადოების პირველი შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა ცენტრალური ბანკების მანდატის განსაზღვრა და სისტემური რისკების მონიტორინგი იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობია და რაშიც  ცენტრალური ბანკების როლი მნიშვნელოვნად იზრდება. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონის ლიდერად გვევლინება და მოკლედ მიმოიხილა ეროვნული ბანკის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული  მდგრადი დაფინანსების ანგარიში.

ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოება Euromoney - ის ინიციატივით 2022 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრებს შორის მოსაზრებების გაცვლა და გამოცდილების გაზიარებაა. ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოების პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ბანკირები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022