ფინანსები
01/08/2023
პრობლემური სესხების წილი იპოთეკებში არ მცირდება
ბანკების სავალუტო იპოთეკის პორტფელში გაფუჭებული კრედიტები 3-3,3%-ის ნიშნულზე რჩება.
სებ-ის ინფორმაციით, აშშ დოლარში (USD) უმოქმედო სესხების წილი 3.3%-ის ფარგლებშია, ევროში - 2.6%.
H1/2023 -ისთვის, 272,4 მლნ ლარის ვადაგადაცილებულ იპოთეკებში, აშშ დოლარის პორტფელზე 76 მლნ ლარის ექვივალენტი მოდის, ევროზე, 43 მლნ ლარის.
ლარში ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხების მოცულობა 153 მლნ ლარის ფარგლებშია (L/Y - 107,2 მლნ). უმოქმედო სესხების მოცულობა გაზრდილია თუმცა მთლიან დაბანდებასთან/კოეფიციენტი მცირედით გაუარესებულია, 0.4%-მდე (H2/2022 -0,23%)
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, H1/2023-ის მდგომარეობით, 5,756 მლრდ ლარის იპოთეკებია გაცემული (H1/2022 - 4,720 მლრდ)
პრობლემური იპოთეკის წილი Q/Q ჭრილში
Q2/23 | Q2/22 | Q2/21 | Q2/20 | ||
₾არი | 2,9% | 2,5% | 6.0% | 5.0% | |
USD | 3,3% | 4,12% | 12,3% | 10,5% | |
EUR | 2,6% | 3,3% | 7,8% | 3.2% |
წყარო: სებ-ი