ფინანსები
26/04/2023

პაპუნა ლეჟავა: სებ-ის მხრიდან სანქციების აღსრულების პროცესი ძირითადად პრევენციული ხასიათისაა

ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების აღსრულების პროცესი ძირითადად პრევენციული ხასიათისაა, რათა სანქციების დარღვევის სახით არ მოხდეს მისი მატერიალიზაცია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პერიოდულად არის შემთხვევები, როდესაც  ტრანზაქციებში გაზრდილ რისკებს ხედავენ , რის შესაბამისად პრევენციულ ზომებს იღებენ.

მსგავსი ტიპის შემოწმებები ფულის გათეთრების მიმართულებით სანქციების დაცვის მიზნით მუდმივად ხორციელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სანქცია ირღვევა. 

რიგი კომპანიების მიმართ ჯარიმა შეიძლება გამოიყენონ, მაგალითისთვის დოკუმენტის არ არსებობის, რეპორტინგის შემთხვევაში ხარვეზებზე, ბანკებში გარკვეული პროცედურების არ არსებობაზე  და ა.შ.

„ჩვენ უკვე გამოვყავით ცალკე რესურსი,  ეროვნულ ბანკში ორგანიზაციული რეფორმა გავატარეთ და  სპეციალური ქვედანაყოფი შეიქმნა, რომელიც კონკრეტულად სანქციების დაცვაზე იქნება ორიენტირებული და ამ პროცესებს მუდმივად ვაკვირდებით.  „ - აცხადებს ლეჟავა.

ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, საეჭვო ტრანზაქციები, ფულის გათეთრების მიმართულებით მუდმივად ფიქსირდება, რაც ჩვეულებრივი პროცესია და ასეთი ფაქტის შემთხვევაში, საეჭვო ტრანზაქციები  შესაბამის უწყებებს გადაეცემა.

მისი თქმით, ამ დრომდე გამოყენებული ჯარიმები საჯაროა და მისი ნახვა ყველას შეუძლია. რაც შეეხება სანქციებს, მათი დარღვევის ფაქტი ამ დრომდე არ ყოფილა.

კითხვაზე, რამდენად კანონიერია რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ანგარიშების გამოყენება, რათა თანხა გაანაღდონ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ფინანსური სერვისის განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი ლიცენზიის ქონა, სხვა შემთხვევაში ეს არაკანონიერია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის საფინანსო სექტორმა სანქციები უნდა დააწესოს, რომელიც მანამდე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იყო განხორციელებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020