ფინანსები
31/12/2020

პანდემიური 2020 საბანკო სექტორისთვის

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, გაზრდილია გაურკვევლობა, რაც მოლოდინების არხით გადაეცემა საფინანსო ბაზრებს, სავალუტო კურსს...

საბანკო სექტორი პანდემიურ 2020 წელს მცირე მოგებით დაასრულებს, თუმცა 2021 წელს რამდენით გაზრდის გაურკვეველი რჩება, ვაქცინის გამოშვების მიუხედავად. ბანკები უკვე  ინვესტორების განწყობებზე ალაპარაკდნენ - დივიდენდები გასაცემია (მხოლოდ სესხების გაცემა არ არის საკმარისი).

როდის გასცემენ ბანკები დივიდენდებს ეს ჯერ გაურკვეველია, ეს რომ მოხდეს, კაპიტალის პანდემიამდელი მოთხოვნები უნდა შესრულდეს ანუ ნორმას გადააჭარბოს. როგორც იცით, პანდემიის გამო, სექტორს მეტი საკრედიტო რესურსის მხარდასაჭერად კაპიტალის მოთხოვნები შემცირებული აქვს, კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებით.

სებ-ის ზედამხედველობით აქამდე ყველა ბანკი კმაყოფილია და მორიგ ნაბიჯებს ელოდება, რომ  კაპიტალის შევსების გრაფიკი შეადგინოს და პარტნიორი აქციონერებიც გაურკვეველ მდგომარეობაში არ დატოვოს.

ბაზრის ლიდერი სისტემური ბანკის TBC-ის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, სებ-ი სწორად მოქმედებდა, განსაკუთრებით მარტი-აპრილის პერიოდში და ახლა სებ-ის 2021 წლის გადაწყვეტილებები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

რას გააკეთებს სებ-ი 2021 წელს:

სებ-ი საფინანსო ბაზრისთვის ვალუტის მიწოდებას 2021 წლის პირველ ნახევარშიც განაგრძობს. სავალუტო აუქციონებით და Bmatch პლატფორმით, პანდემიაში ინტერვენციებზე $900 მლნ-მდე აქვს რეზერვებიდან დახარჯული, ხოლო ახალ Bmatch პლატფორმაზე 50 მლნ-მდე ივაჭრა.  

სებ-ი 2021 წელს სავალუტო სესხებს არ წაახალისებს, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე 25% სარეზერვო მოთხოვნას არ შეამცირებს, რადგან მაღალი დოლარიზაციის პირობებში ნებისმიერი სავალუტო წახალისება ქმნის რისკებს. სავალუტო სესხების წახალისება, სამომავლოდ დოლარზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. სესხი გაცემისთანავე ქმნის ლარის გაუფასურების რისკებს. ამავდროულად სავალუტოზე 25%-იან ზღვარს ისევ 30%-მდე გაზრდის, ლარში მოზიდულზე დასარეზერვებელ 5% ზღვარს არ შეეხება.

კიდევ რას არ გააკეთებს სებ-ი 2021 წელს: მონეტარულ პოლიტიკას არ გაამკაცრებს, მაგრამ არც შეამსუბუქებს. აწევა სასესხო განაკვეთიც აწევს, რაც ისედაც შენელებულ ეკონომიკას, ბიზნესს არ წაადგება. შეეცდება ისე დააბალანსოს, მოთხოვნის ვარდნამ ინფლაცია ძალიან არ დაწიოს და არ  მისცეს გაცვლით კურსს და მიწოდების ჯაჭვს ინფლაცია აწიოს.

საბანკო სექტორი 2021 წელს 15 ბანკით, აქედან 14-ში უცხოური კაპიტალია და  ჯერჯერობით არცერთი საბანკო  ჯგუფი არ აპირებს გატანას.

პანდემიით განპირობებული გაურკვევლობა არ იმის გარკვევის საშუალებას იძლევა საქართველოდან გატანის შემთხვევაშის რომელ ქცვეყანაში შეტანა იქნება მომგებიანი.