ფინანსები
09/07/2021

პანდემიის პირობებში ტრეიდინგის მიმართ დაინტერესება მკვეთრად გაიზარდა

ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისა და ტრეიდინგის მიმართ ინტერესი გაზრდილია.

„თიბისი კაპიტალის“ აქტივობა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მთავარმა ბროკერმა თორნიკე მჭედლიშვილმა განუცხადა, გაიზარდა როგორც კლიენტების რაოდენობა, ასევე თრეიდინგ აქტივობა.

„დაინტერესება 2019 წლიდან დაწიყო და გაიზარდა პანდემიის პირობებში. ეს გამოიწვია იმან, რომ ფასები დაეცა ამერიკულ ბაზრებზე და ყველას გაუჩნდა ინვესტირების სურვილი ამერიკულ აქციებში. ასევე გაზრდილია ობილიგაციებისა და ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი. ობლიგაციებში ძირითადად ეს არის ქართული კომპანიების მიერ გამოშვებული ადგილობრივი და ევროობლიგაციები. რაც შეეხება აქციებს, ძირითადად ამერიკული აქციების მიმართ არის მზარდი ინტერესი. ისეთი კომპანიების აქციების მიმართ, როგორიცაა Apple, Microsoft, Google და ე.წ. Blue-Chip კომპანიები,“ - ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ აქტივობა არ შემცირებულა. ამასთან, დეპოზიტების სარგებლიანობის შემცირებასთან ერთად, ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მაჩვენებელი სავარაუდოდ, მომავალშიც გაიზრდება.

„საერთაშორისო მაგალითებს თუ გადავხედავთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, რუსეთsa და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შინამეურნეობების აქტივების 30%-მდე ინვესტირებულია ფასიან ქაღალდებში და 70% დეპოზიტებში, ხოლო ქართულ მაგალითს თუ შევხდავთ - დაახლოებით 6% აქვს ფასიან ქაღალდებს და 94% დეპოზიტებს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, თუ ქართული კომპანიები საქართველოში დაიწყებენ ლარში დენომინირებული აქცების გამოშვებას,“ - აცხადებს თორნიკე მჭედლიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023