ფინანსები
28/01/2022

"ნიკორა ტრეიდის" ₾35 მლნ-იანი ობლიგაციები ბირჟაზე დაილისტა

საფინდო ბირჟა „ნიკორა ტრეიდის“ 35 მლნ ლარის 3-წლიანი ობლიგაციების (განთავსების აგენტი TBC კაპიტალი) სისტემაში დალისტვაზე (B ლისტინგი) აცხადებს.

ფული კომპანიას სუპერმარკეტების გაფართოებისთვის სჭირდება. კომპანია 400-ზე მეტი ობიექტით არის წარმოდგენილი. კომპანია Scope Rating-ის B+ (Stable) საკრედიტო რეიტინგი აქვს. კომპანიის ქაღალდები ბირჟის B ლისტინგში ივაჭრება.

როგორც იცით, ემიტენტი კომპანია (A, B ლისტინგი) საგადასახადო შეღავათებით არის წახალისებული, დივიდენდი და პროცენტი 5%-იანი მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია. გათვალისწინებულია საშემოსავლო შეღავათი საცალო აქციონერისთვის რეალიზაციით მიღებულ ნამეტზე (-20%),  კორპორაციული აქციონერი (იურიდიული პირი) მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. ამასთან 0%-ია ემისიის მოსაკრებელი.

ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები კი მაღალრეიტინგულობის გათვალისწინებით, გირაოდ გამოიყენება (მაგ: ბანკი ბონდების უზრუნველყოფით სებ-ისგან რეფინანსირების სესხს იღებს).

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კომპანია პირველად "გალტ & თაგარტმა" გაიყვანა, კუპონური ობლიგაციებით. შემდეგ დისკონტურის ემისიებიც დაიწყო.

კვების და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში, ამ ნიშნით, პირველია.

საფონდო ბირჟას "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" $12 მლნ-ის 1 200 ცალი ობლიგაციის ( განაკვეთი  6.5%, ნომინალი $10 000) სავაჭროდ გაშვებისთვის მზადაა. სებ-ის თანხმობას ელოდება.

აღნიშნულ ობლიგაციებშია დაგეგმილი საპენსიო სააგენტოს ინვესტირება (ფონდის მოცულობა ₾2.1 მლრდ-ია, დარიცხული სარგებელი ₾276 მლნ).

Businesspartner