მთავრობამ 2021 წელს ანტიკრიზისულ გეგმაზე 1.4 მლრდ ლარი დახარჯა
კორონავირუსის გავრცელების გამო, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, 2021 წელს 1.4 მლრდ ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაში წერია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.
დოკუმენტის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით დახარჯულია 765 მლნ ლარი
კორონავირუსის მასიური გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების ღონისძიებების ფარგლებში, შესყიდულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები, განხორციელდა საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურება/სამედიცინო მეთვალყურეობა,საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალით და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საეჭვო და დადასტურებელი შემთხვევის მართვა და პაციენტების სტაციონარული მკურნალობა (საკარანტინე სივრცეების
სასტუმრო მომსახურება გაეწია 14 ათასზე მეტ ბენეფიციარს). საანგარიშო პერიოდში შესყიდულია 4 მლნ დოზაზე მეტი ვაქცინა, ხოლო ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 3 მლნ დოზაზე მეტი, მათ შორის 723 000 დონაციის სახით. სულ აღნიშნული მიზნებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით მიმართული იყო 729 მლნ ლარი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების წახალისება, ლატარიის "აიცერი და მოიგე" გათამაშების დაფინანსება. ამ ღონისძიებების დასაფინანსებლად მიმართულია 848 ათასი ლარი.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განახორციელა 33.8 ათასი პირის განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები. ამ მიზნით დაიხარჯა 17 მლნ ლარი.
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მთავრობის მიერ დადგენილი: მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი
ოჯახები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, ინდივიდუალური მეწარმეები და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები) ფულადი დახმარების/კომპენსაციის დაფინანსება:
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 65 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის − ოჯახის წევრზე 35 ლარის (ერთწევრიანი ოჯახისთვის − 70 ლარის, ორწევრიანი ოჯახისთვის − 90 ლარის; საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 254.9 ათასზე მეტმა პირმა); სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, ოჯახზე 100 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 172.4 ათასზე მეტმა პირმა). სულ საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 74.9 მლნ ლარი;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, თვეში 100 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 45.9 ათასზე მეტმა პირმა). სულ დაიხარჯა 27.3 მლნ ლარი;
- დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით (6 თვე, საანგარიშო პერიოდში ისარგებლა 139.6 ათასზე მეტმა პირმა). სულ მიმართული თანხა 148 მლნ ლარი;
- ინდივიდუალური მეწარმეებისა და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისთვის, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის ოდენობით განსაზღვრული დახმარება გაიცა 1 233 პირზე, სულ მიმართული თანხა 369.9 ათასი ლარი;
კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო 2021 წელს გაგრძელდა მოსახლეობის სოციალური დახმარება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით (იანვარ - თებერვალი). გარდა ამისა, განხორციელდა 2021 წლის იანვრიდან ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება (იანვარ - აგვისტო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ტარიფის ზრდის სრული ოდენობით 200 კილოვატ/საათზე მეტ, მაგრამ არა უმეტეს 301 კილოვატ/საათის მოცულობაზე. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიზნებისთვის დაიხარჯა 119 მლნ ლარი. მათ შორის: კომუნალური გადასახადების სუბსიდირება - 83.2 მლნ ლარი; ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება - 35.4 მლნ ლარი.
კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების საპასუხოდ 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა გარდამავალი პირობები ბიზნესის მხარდაჭერის არსებულ პროგრამაში - საკრედიტო საგარანტიო სქემა. აგრეთვე, გაგრძელდა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა და შემუშავდა ბიზნესის ხელშეწყობის დამატებითი ეფექტური მექანიზმები სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით. დაემატა სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშემწყობი პროგრამა. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პროგრამების ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში 4 510 ბენეფიციარის პროცენტის სუბსიდირებისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 8.8 მლნ ლარი;
- მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 689 ბენეფიციარი და თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 14.3 მლნ ლარი;
- საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ბენეფიციარებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, 2020 წლის ბოლოს სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშზე „სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემის” დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული თანხებიდან, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით გაცემული ტრანშების შესამისად განხორციელდა საგარანტიო თანების განთავსება დეპოზიტებზე 60 ბენეფიციარისათვის 14.8 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან - 87 ბენეფიციარისათვის 17.7 მლნ ლარის ოდენობით;
- ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისა და გაჯანსაღებისათვის მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით 14 ბენეფიციარისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 0.1 მლნ ლარი.
- აგრეთვე, ღონისძიების ორგანიზების ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებით 12 ბენეფიციარისათვის კომერციულ ბანკებში გადაირიცხა 1.8 მლნ ლარი, სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით - 385 ბენეფიციარისათვის 4.5 მლნ ლარი, ხოლო სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით - 63 ბენეფიციარისათვის 1.2 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიზნებისთვის დაიხარჯა სულ 7.6 მლნ ლარი სსიპ - აწარმოე საქართველოში სააგენტოს საკუთარი შემოსულობების ანგარიშიდან;
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასების შენარჩუნება, ხელშეკრულება გაფორმდა 8 კომპანიასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული დასასუბსიდირებელი ფქვილის მოცულობამ შეადგინა 50 ათასი ტონა. საანგარიშო პერიოდში დახარჯულია 16.7 მლნ ლარი;
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად საანგარიშო პერიოდში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო 12 638 ფერმერი, შესაბამისად ბარათზე დარიცხული ქულების/სუბსიდიის თანხიდან ათვისებული სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 2.1 მლნ ლარი;
საანგარიშო პერიოდში სურსათის მწარმოებლებისთვის ელექტრონერგიაზე ტარიფის ზრდის 50%-ის სუბსიდირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხაზით მიმართული იყო 6.6 მლნ ლარი;
საანგარიშო პერიოდში 225.6 მლნ ლარი საშემოსავლო გადასახადის შეღავათის (ხელფასის პირველი 750 ლარზე) სარგებელი მიიღო ბიზნესმა იმ დამსაქმებელებზე, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო სულ 2020 წლის მაისიდან - 542.1 მლნ ლარზე მეტი.