ფინანსები
19/03/2021

"მაღალი განაკვეთი სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს"

8% რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას სუსტი მოთხოვნის პირობებში სებ-ი არ ელოდა, თუმცა გაუფასურებული ლარისგან წნეხის რისკი დაინახა ინფლაციის საშუალოვადიანი ზრდის პარალალურად.

H1/2021-ში განაკვეთის შენარჩუნება სებ-ს გაცხადებული ჰქონდა და ფინანსისტები მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობასაც კი განიხილავდნენ.

რეცესიის პირობებში საპენსიო ფონდის ყოფილი დირექტორს, ლევან სურგულაძეს („კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“) ფულის გაიაფება მიაჩნია მიზანშეწონილად. ეკონომიკური რეცესიისას ბევრი ფაქტორით არის გამართლებული, მათ შორის გაზრდილი რისკების მხრიდან ბანკების სასესხო პორტფელზე წნეხით.

რეცესიისას მაღალი განაკვეთები (ძვირის ფული) ასტიმულირებს დანაზოგების ზრდას. ამცირებს ხარჯვას, ინვესტიცები მცირდება, რაც წნეხია ეკონომიკისთვის, რომელსაც იაფი ფული სჭირდება.

ფინანსისტმა განმარტა თუ რა არის ინფლაცია  (ფასების ინდექსის %-ული ცვლილება დროის გარკვეულ მონაკვეთში), როგორ გამოითვლება ინდექსი (საკალათე პროდუქტების ფასის (I კომპონენტი) და გაყიდვების (II კომპონენტი) მიხედვით). ბაზარზე ფასები მომატებულია, მაგრამ ინფლაცია იკლებს (II კომპონენტის ხარჯზე).

მისი თქმით, ძვირი ფული ლარის კურსის თემაში საერთოდ  არ არის. გაუფასურებაც ეკონომიკური მდგომარეობიდან არის გამოწვეული  და მაღალი განაკვეთი სტაბილურობას  ვერ უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა.