
კრედოს პორტფელში ყოველი მე-10 სესხი საეჭვოა, ყოველი მე-20 პრობლემური
ბანკების პორტფელში პრობლემური სესხების წილი შემცირდა. ნოემბრისთვის 820 მლნ ლარის ფარგლებშია. სებ-ის კვარტალური სტატისტიკის თანახმად, IFRC-ით (საერთაშორიო მეთოდოლიგია, რაზეც ბანკები 2023 წელში გადავლენ) მთლიან პორტფელთან/უმოქმედო სესხები 2%-ია. სებ-ის მეთოდოლოგიით, 4.5%.
სებ-ის ინფორმაციით, პანდემიისგან განსხვავებით, ომის კრიზისი საქართველოზე ნეგატიურად არ ასახულა, მ.შ. საბანკო სექტორზე. რისკები არ მატერიალიზებულა, პირიქით – მიგრაციამ ეკონომიკის ზრდა წაახალისა. პანდემიაშიც, უმოქმედო კრედიტებს ნავარაუდევი 10%-ისთვის არ მიუღწევია. 8.5%-მდე იყო მხოლოდ გაზრდილი და Q2/2021-დან დაიწყო კლება.
ბანკები პრობლემური სესხებით (საცალო პორტფელი):
|
სესხები (₾) |
წილი % |
საქართველოს ბანკი |
7.37 მლრდ |
0.7% |
თიბისი ბანკი |
6.8 მლრდ |
0.66% |
ლიბერთი |
1.2 მლრდ |
3.8% |
ბაზისბანკი |
760 მლნ |
0.8% |
კრედო |
1.1 მლრდ |
5.9% |
წყარო: სებ-ი (Q3/2022)
ყველაზე მეტი საცალო სესხი 971 700-მდე საქართველოს ბანკს აქვს გაცემული, თიბისის - 685 100; ლიბერთის 568 300; ბაზისს 66 830-მდე, კრედოს – 463 223.
ყველაზე მეტი უმოქმედო კრედიტი კრედოს საცალო სესხების პორტფელშია.