ფინანსები
04/09/2020
გზავნილები ყველა ძირითადი ქვეყნიდან იზრდება, რუსეთის გარდა
ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელი უმჯობესდება. 30 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, წლიურ 19%-იან ზრდა აჩვენებს.
მაჩვენებელი გაუმჯობესებულია ყველა ქვეყნიდან, მხოლოდ რუსეთი აჩვენებს ნეგატიურ ნიშნულს.
სამნიშნულიან ზრდას აჩვენებს გზავნილები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ დადებითი რჩება მიმდინარე კვირაში. შემოდინებები ასევე გაზრდილია ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ზრდის ორნიშნა ტემპი შენარჩუნმებულია.